შალვა კერესელიძე - ჩვენს ინიციატივას მხარდაჭერა რომ ექნებოდა, ამის იმედი არ გვქონდა -  2019 წლის 20 ივნისსა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხომ არ იყო ერთი ადამიანის მიერ გაცემული ბრძანება?

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

კერესელიძის თქმით, ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მკაფიოდ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.

კერესელიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის მთავარი კითხვაა, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს როგორც 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების, ისე 2024 წლის აქციების დროს აკრძალული ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენების შესახებ.

„რა თქმა უნდა ინიციატივას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ინიციატივას მხარდაჭერა რომ ექნებოდა, ამის იმედი არ გვქონდა... განსაკუთრებით მას შემდეგ ვართ დარწმუნებულები, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მკაფიოდ თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ გაუცია და არც მის მოადგილეებს. მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ვინ გასცა ბრძანება? ისევ, როგორც ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ გასცა დავალება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გარევის შესახებ.

ასევე, ჩნდება ლოგიკურ კითხვა - თუ გიორგი გახარიას არ გაუცია ბრძანება, მაშინ ვინ გასცა ბრძანება? ვინ გასცა ბრძანება 2019 წლის 20 ივნისსა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხომ არ იყო ერთი ადამიანის მიერ გაცემული ბრძანება - 2019 წლის შემთხვევაში რეზინის ტყვიების შესახებ, ხოლო 2024 წელს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ბრძანება. ეს არის მთავარი კითხვები, რაც საზოგადოებას აწუხებს, სწორედ ამიტომ გვინდოდა, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა კერესელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ