თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება ამ ქვეყანაში, ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა - როცა ბევრი ხალხი დადგება ქუჩაში, რეჟიმი გადადგება, რადგან შეუძლებელია კობახიძემ და მდინარაძემ კიდევ ერთი ნიაღვარი აწიონ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ქვეყნის ბედი საქართველოში გადაწყდება და ახლა ჯერი საზოგადოებაზეა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, საქართველოს მომავალი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივი ცვლილებებით უნდა გადაწყდეს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოქმედებულია - რიგ პოლიტიკოსებსა და ჩინოსნებს შეჩერებული აქვთ ვიზები, დაწესებულია აშშ-ის ხაზინის სანქციები, მათ შორის დასანქცირებულები არიან მოსამართლეებიც.

„ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება ამ ქვეყანაში. ადგილზე უნდა მოხდეს ცვლილება. ნაწილს ვიზები შეჩერებული აქვს, აშშ-ს ხაზინის სანქციაც ადევს, მოსამართლეებიც დასანქცირებულები არიან, „ოცნების“ ათობით ჩინოსანი დასანქცირებულია, ახლა ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა. თუკი ქართული საზოგადოება საკუთარ თავში ძალას ვიპოვით, ვშობთ დემოკრატიულ ალტერნატივას, არ გავეკიდებით ბრმებს ( 4 ოქტომბერი იქნება თუ სასამართლოების გადაწვა) და თუ შევძელით, როგორც საზოგადოებამ, ავირჩიეთ ისეთი დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს, რომელიც დაელაპარაკება დასავლეთს და ქართველ ხალხს, მაშინ გოლსაც გავიტანთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა..

მისი შეფასებით, ცვლილებების მიღწევა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა და მათ ექნებათ მკაფიო დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც დასავლეთთანაც და ქართველ ხალხთანაც საუბარს შეძლებს.

„როცა ბევრი ხალხი დადგება ქუჩაში, როდესაც ამ ხალხს ეყოლება დემოკრატიული ალტერნატივა და ამ დემოკრატიული ალტერნატივით შთაგონებული იყვირებს - „გადადექი!“ , რეჟიმი გადადგება, რადგან შეუძლებელია კობახიძემ და მდინარაძემ კიდევ ერთი ნიაღვარი აწიონ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იდგა. ეს ნიაღვარი გარდაუვალად დადგება, აუცილებლად დადგება თუ ჩვენ შევძელით ნორმალური დემოკრატიული ალტერნატივა შევქმენით“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის დღევანდელი ოპოზიცია მზად, საზოგადოებას ღირსეული დემოკრატიული ალტერნატივა შესთავაზოს და ფართომასშტაბიანი მობილიზება მოახდინოს, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია უკვე აკეთებს მაქსიმუმს.

„ოპოზიცია ვახერხებთ ბევრი ხალხის მობილიზებას ქუჩაში. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა ოპოზიციამ გააკეთოს. ამის იქით, ბევრი ხალხი უკვე თავისით გამოდის. არც ერთი დემოკრატიული ოპოზიცია არც ერთ ქვეყანაში იმაზე მეტი ხალხის მობილიზებას ვერ გაუკეთებს , რასაც ჩვენ. ის ნიაღვარი, რაც ხდება, არ არის ჩვენი ორგანიზებული და იმ ნიაღვარს ჩვენ არ დავაორგანიზებთ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ