თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს.

„საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი და ნატო-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და მისი აღმოჩენა რუტინული პროცედურების ფარგლებში მოხდა.

„დადგინდა, რომ საჰაერო კვალი დრონს ეკუთვნოდა, რომელიც უმართავი იყო. ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს