დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე - უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამ ბოლო დროს ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „დიახ, ვესაუბრე“.

ამასთან, მისი თქმით, საქმეები „საკმაოდ კარგად მიდის.

„უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. კარგი საუბარი გვქონდა, თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ევროპელი ლიდერებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს“.

„მათ ამის დასრულება სურთ. რუსეთს ამის დასრულება სურს, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ უცებ დასრულება აღარ სურთ. უკრაინასაც დასრულება სურს და შემდეგ უცებ აღარ სურთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025