ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ამერიკელ რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟი, ნიკ რაინერი მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას CBS News-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 32 წლის ნიკ რაინერი 4 მილიონი დოლარის გირაოთი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განცხადებაში განაცხადა, რომ ის წინასწარ პატიმრობაში გირაოს უფლების გარეშე იმყოფება.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რამ აიძულა გამომძიებლები ნიკ რაინერის მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიეჩნიათ. პოლიციამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი სავარაუდო პასუხისმგებლობა გამოავლინა.

შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს