საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე საქმიანობისთვის საჭირო იქნება შეთანხმება გზის ღერძიდან 200 მეტრის რადიუსით, ორივე მხარეს

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე საქმიანობისთვის საჭირო იქნება შეთანხმება გზის ღერძიდან 200 მეტრის რადიუსით, ორივე მხარეს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი იქნება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები იქნება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

დღეის მდგომარეობით, განსაზღვრულია 100 მეტრიანი ზონა.

„დღეის მდგომარეობით, ინტენსიური ურბანიზაციის, კომერციული ობიექტებისა, საწარმო შენობებისა თუ საცხოვრებელი ფართების სწრაფი ზრდის ფონზე, აღნიშნული დისტანცია ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს გზის უსაფრთხოების ზონის საკმარის დაცვას. 100 მეტრიანი ზოლის ფარგლებს გარეთ გზის მფლობელთან შეთანხმების ვალდებულებას კანონი არ აწესებს და ხშირია უნებართვო მშენებლობები, რეკლამების განთავსება და სხვა სახის საქმიანობა, რაც გზის მფლობელის უფლებამოსილებას არ მოიცავს.

აღნიშნული განსაკუთრებით კრიტიკულია, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, სადაც მაღალი სიჩქარის რეჟიმისაა და მოძრაობის ინტენსივობის გამო, გზის მახლობლად განხორციელებული სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა, ქმნის რეალურ საფრთხეს როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ასევე თავად ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს