„მერე ბარათისა“ და „სოკარის“ საახალწლო შეთავაზება

ახალი წელი განსაკუთრებული დროა, როდესაც ქალაქი სადღესასწაულო ფუსფუსშია გახვეული. ეს პერიოდი ყველასთვის ასოცირდება ოჯახურ შეკრებებთან, მეგობრებთან სტუმრობასა და საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად ხშირ მგზავრობასთან, იქნება ეს ქალაქში თუ მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ამაღლებულ განწყობასთან ერთად, დეკემბერი და იანვარი ხარჯების ზრდასაც გულისხმობს, სადაც სატრანსპორტო დანახარჯები და საწვავი, ტრადიციულად, ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს.

სწორედ ამ საახალწლო სამზადისის გასამარტივებლად „სილქ ბანკის“ „მერე ბარათმა“ მომხმარებლებს, პარტნიორ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ ერთად, სპეციალური აქცია მოუმზადა. ინიციატივის მიზანია, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი შენაძენი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. შეთავაზება ძალაშია 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით და ის „სოკარის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ვრცელდება.

აქციის ფარგლებში, მერე ბარათით გადახდისას ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მომხმარებელს Silk-ის მობაილბანკში მომენტალურად უბრუნდება 10 ლარი ქულების სახით. დაგროვილი ქულების გადაცვლა ლარში ნებისმიერ დროს მარტივად არის შესაძლებელი. ქეშბექის გარდა, საწვავის შეძენისას სრული ხარჯი ავტომატურად განაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ უწევს თანხის ერთიანად გადახდა და შეუძლია, ხარჯი ეტაპობრივად დაფაროს.

მერე ბარათის აღება სრულიად უფასოა სილქის მობაილბანკის აპლიკაციით, სადაც 30 000 ლარამდე ლიმიტის მოთხოვნაა შესაძლებელი, რათა მთავარი პრინციპი — „გაქვს ახლა, იხდი მერე“ — ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ ჯადოსნურ პერიოდში.

ინფორმაციას „სილქ ბანკი“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025