ეკა სეფაშვილი - საგამოძიებო კომისია არ არის თამაში, როგორც ეს "გახარიებს" წარმოუდგენიათ - ეს საქმე უკვე გამოძიებულია, მოწამვლაზე და ვითომ „კამიტზე“ წერტილი დასმულია

საგამოძიებო კომისია არ არის თამაში, როგორც ეს "გახარიებს" წარმოუდგენიათ - ეს საქმე უკვე გამოძიებულია, მოწამვლაზე და ვითომ „კამიტზე“ წერტილი დასმულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოთხოვნა, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმია.

სეფაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია სერიოზული ინსტრუმენტია და მხოლოდ სერიოზული საკითხების განსახილველად უნდა იყოს გამოყენებული.

„BBC-ის სიუჟეტის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაწვრილებით შეისწავლა ყველა ის ღონისძიება და პროცედურა, რომელიც ძალადობრივი მიტინგების დაშლისათვის გამოიყენება. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. გახარიების მიერ მოთხოვნა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმი. არაფერს ემსახურება ეს. ეს არის მათთვის ერთ-ერთი მცდელობა, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ. სინამდვილეში, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ეს საქმე უკვე გამოძიებულია, წერტილი დასმულია. ახლა, რაზეც შეიძლება გამოძიება წარიმართოს, არის მხოლოდ ის, საქართველოს მოქალაქეები როგორ მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და როგორ უწყობდნენ ხელს საქართველოს მტრებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში. ამაზე შეიძლება ვისაუბროთ გამოძიებაზე. რაც შეეხება მოწამვლას, ვითომ „კამიტს" და ა.შ. ამაზე წერტილო დასმულია“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს