პროკრედიტ ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროკრედიტ ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიების მხარდაჭერას.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ და პროკრედიტ ბანკის საშუალო ბიზნესის განვითარების უფროსმა, გიორგი კარდენახლიშვილმა მოაწერეს.

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია და მისი მდგრადი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია ბანკის მნიშვნელოვანი ბიზნეს პარტნიორია, თანამშრომლობის ახალი ეტაპი კი ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას ემსახურება - ხელი შევუწყოთ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოქმედ კომპანიებს განვითარების ყველა ეტაპზე, იქნება ეს მიკრო, მცირე თუ უკვე განვითარებული ბიზნესი, და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საჭირო ფინანსური და არაფინანსური სერვისები,“ - გიორგი კარდენახლიშვილი.

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მდგრადი განვითარება და ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაა. 300-ზე მეტი წევრი ორგანიზაციით ასოციაცია ჩართულია ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში. მემორანდუმის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკთან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეწარმეო და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს დასახული მიზნები ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს