ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„დიდი პატივია, ძვირფასო კოლეგებო, გიმასპინძლოთ სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ეძღვნება გამორჩეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან მთელ მსოფლიოში, ვინც შთააგონებენ სხვებს, რომლებიც აგრძელებენ სიმართლისთვის ბრძოლას მიუხედავად იმისა, რამდენად დიდია გამოწვევა და რამდენად დიდი მსხვერპლია საჭირო. დღეს მივესალმებით ორ არაჩვეულებრივ ადამიანს : ჟურნალისტებს, ანდჟეი პოჩობუტის და მზია ამაღლობელს. ანდრეი და მზია დღეს ჩვენთან არ არიან, ისინი პატიმრობაში არიან. უბრალოდ თავიანთი სამუშაოს შესრულებისთვის, უსამართლობისა და დევნის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

ანდჟეი პოჩობუტის სახელით ჯილდო მის ქალიშვილს, იანა პოჩობუტის გადასცეს, მზია ამაღლობელის სახელით კი ჟურნალისტ ირმა დიმიტრაძეს.

ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად მიმდინარე წლის ოქტომბერში დასახელდნენ. პრემიის გამარჯვებულებს 50 000 ევრო გადაეცემათ.

ცნობისთვის, სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს