საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს შეიხ საუდ ბინ აბდულა ალ-მუაჯიბს შეხვდა.

„ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურასა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - პრედიკატი დანაშაულის, ტერორიზმის, მისი დაფინანსების და ფულის გათეთრების სფეროში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრის (ETIDAL) სათავო ოფისში შეხვედრა გამართა ცენტრის გენერალურ მდივანთან დოქტორ მანსურ ალ-შამარისთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ომარ ბინ აიდა ალ-ტალჰის შეხვდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025