თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს, რომელიც სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობის შესაძლებლობა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობის შესაძლებლობა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება.

მოქმედი კანონით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს, რომელიც სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლია.

პარლამენტმა ვადის გადაწევის ინიციატივა “საბაჟო კოდექსში“ ცვლილებების ფარგლებში დაამტკიცა.

“მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებდა. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ თბილისის პუნქტია მოქმედი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულ პუნქტს შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის რეალიზების განხორციელებაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებზე (ასევე, მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე), მიზანშეწონილია, აღნიშნული ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს