რობ რაინერის შვილს მშობლების მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს - ბრალდებები სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს, - ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრალდებები ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე ან სიკვდილით დასჯას. პროკურორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ამ საქმეში სიკვდილით დასჯას.

მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!