ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელებს - როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2014 წელს კიევში მომხდარი „გადატრიალების“ შემდეგ, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი რუსულის განადგურების კურსი დაისახა.

„როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ, იპოვეთ ნორმალური ურთიერთობა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებამ, შესაძლოა, უკრაინის არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს.

„ჩემი აზრით, ის, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს“, - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.

მისი თქმით, თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ესკალაცია გაიზრდება და შესაძლოა, გლობალურ მასშტაბებს მიაღწიოს. ლუკაშენკომ დასავლეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებისგან.

მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს, თუმცა კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები განსხვავებულია.

მან ყირიმის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ის ნებაყოფლობით გადასცეს რუსეთს, დღეს კი უკრაინის ხელისუფლება, მათ შორის ზელენსკი, ამტკიცებს, რომ ყირიმი უკრაინისაა, თუმცა, 2014 წელს „არავინ იბრძოდა ნახევარკუნძულისთვის“.

„ეს ჩემს თვალწინ მოხდა. უკრაინის მხრიდან არც ერთი გასროლა არ ყოფილა. თუ შენი მიწაა, რატომ არ დაიცავი? უკრაინელებმა ის დათმეს, უბრალ

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის