GCCA-მა ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო შეიმუშავა

მომსახურების მიმწოდებელთა ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების, მომხმარებელთა ნდობის განმტკიცებისა და ციფრული სამყაროს თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო შეიმუშავა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სახელმძღვანელო ელექტრონული კომერციის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების სისტემურ გააზრებასა და ციფრულ გარემოში მოქმედი სუბიექტებისთვის პრაქტიკულ გზამკვლევ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობას ემსახურება.

„გზამკვლევში განხილულია ელექტრონული კომერციის სუბიექტების როლი, მათი უფლებები და მოვალეობები, მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, ციფრულ სივრცეში მანიპულაციური პრაქტიკების პრევენცია და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები.

დოკუმენტი ელექტრონული კომერციის სუბიექტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვისაა განკუთვნილი. ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო ელექტრონული ვაჭრობის პროცესის გამარტივებასა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაზრდას ემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს