კახა კალაძე - ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება -  გამოცხადებულია ტენდერი, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია

ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა - ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იანვრის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

„გამოცხადებულია ტენდერი. ძალიან მალე, ტრამვაიზე, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა. ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი