პარლამენტის რიგგარეშე, მანიფესტაციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ინიციატივა ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ წარადგინა.

როგორც ფრაქცია “საქართველოსთვის“ განმარტავს, საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო სტანდარტი, რის შედეგადაც შესაძლოა ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ფრაქციის შეფასებით, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება კანონმდებლობით, ასევე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.

დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს