თსსუ-ს თეატრალურმა დასმა თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალზე „ნიღაბი 2025“ ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.

წლევანდელ ფესტივალზე თსსუ-ის თეატრალურმა დასმა გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

  • ქალის ეპიზოდური როლი – სალი საგინაშვილი;
  • გამორჩეული სასცენო ხიბლის მქონე მსახიობი – ვახო კიკნაძე;
  • ქალის მეორე ხარისხოვანი როლი – სალომე სიჭინავა;
  • ქალის მთავარი როლი – სალი მიქაძე;
  • ფესტივალის მონაწილეთა გამოკითხვის გამარჯვებული – ელენე უჯმაურიძე.

„ნიღაბი 2025“ მეთორმეტედ გაიმართა. ფესტივალს, დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

როგორც ფესტივალის მასპინძელმა უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფესტივალისთვის დაწესებული ყოველწლიური „თსსუ-ის რექტორის სპეციალური ჯილდო“ გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრს „თეატრონი“ და სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტის „სცენის აკადემიას“, როგორც ფესტივალის დებიუტანტებს.

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის (ASTA) საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2025“ 9 დეკემბერს ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი 9–15 დეკემბერს მიმდინარეობდა და 16 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურა. ერთი კვირის განმავლობაში მაყურებლის წინაშე 8 უნივერსიტეტის თეატრალური დასი წარდგა განსხვავებული სტილისა და ჟანრის სპექტაკლებით. ფესტივალის ბოლო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრს „ჰიგია“ დაეთმო, რომელმაც სპექტაკლი „აგათა“ წარმოადგინა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ:

  • კავკასიის უნივერსიტეტი – „უსახელო ვარსკვლავი“.
  • სივრცის თეატრი – „მარადიული სიყვარული“.
  • სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტის „სცენის აკადემია“ – „სახიფათოდ“
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი „თეატრონი“ – „კურიერი“.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - „დარისპანის გასაჭირი“.
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი– „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი“.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – „ნატვრის ხე“

შვიდდღიან თეატრალურ საღამოებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზის სცენა მასპინძლობდა, სადაც ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური დასები წარდგნენ.

ფესტივალის განმავლობაში მონაწილე სტუდენტურ თეატრალურ დასებს პროფესიონალი მსახიობებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფსებდა.

საზეიმო დახურვის ცერემონიალზე ჟიურის წევრებმა არ დამალეს აღფრთოვანება და გულწრფელი ემოციები. თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2025“ გულშემატკივრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის