ზურაბ ჯაფარიძე - „მე პოლიტიკოსი არ ვარ“ არგუმენტი არ არის - თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც

„მე პოლიტიკოსი არ ვარ“ არგუმენტი არ არის. არც მე ვარ. ათასი რამე მაქვს თავში, რისი გაკეთებაც წლებია მინდა და მეც შემიძლია „მივხედო ჩემს საქმეს“. მეტიც, ჩვენ დე ფაქტო აკრძალული გვაქვს უკვე პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენ გაგვეკარება და თუ/როცა არ გავჩერდებით, მრავალწლიანი ციხე გველოდება, -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან ავრცელებს.

ჯაფარიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თუ მართლა რამის შეცვლა სურთ, „წინა რიგებში გადმოიწიონ“ და ტელევიზორიდან ყველასთვის ჭკუის დარიგება შეწყვიტონ.

„მეგობრებო, ყველას გეხებათ ეს, განურჩევლად იმისა, თავს რა პროფესიას მიაკუთვნებთ: თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ. ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც თუ იცით, რა არის გასაკეთებელი, გააკეთეთ. ორი ხელი და ორი ფეხი გაქვთ თქვენც და ჩვენც. თუ გამბედაობა არ გყოფნით, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა. აქილევსად არავინ დავბადებულვართ. თორემ, ამ რეალობაში ისევ მუდმივად პოლიტიკოსებისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ან ნიჭი არ გყოფნით, რომ რამე მოიფიქროთ, ან გამბედაობა არ გყოფნით რომ რამე გააკეთოთ და ხელს სხვებისკენ მხოლოდ იმიტომ იშვერთ, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეთ. “მე პოლიტიკოსი არ ვარ” არგუმენტი არ არის. არც მე ვარ. ათასი რამე მაქვს თავში, რისი გაკეთებაც წლებია მინდა და მეც შემიძლია “მივხედო ჩემს საქმეს”. მეტიც, ჩვენ დე ფაქტო აკრძალული გვაქვს უკვე პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენ გაგვეკარება და თუ/როცა არ გავჩერდებით, მრავალწლიანი ციხე გველოდება. ამიტომ, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში. მხოლოდ გაგვიხარდება. თორემ ტელევიზორიდან ყველასთვის ჭკუის დარიგება ჩვენ რომ შეგვიძლია, ეგეთი უნდა და მაგის მეტს თუ არაფერს გავაკეთებთ, მაგაში რუსები ფულსაც გადაიხდიან. სხვას კი არაფერს ითხოვენ ჩვენგან“, - აღნიშნულია ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის