პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების სოციალური დაცვის გარანტიების ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების სოციალური დაცვის გარანტიების ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

მესამე მოსმენით “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცეს, რომლის თანახმად, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახი ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 30 000 ლარის ოდენობის თანხას მიიღებს, ხოლო დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

კანონის პროექტით ასევე განისაზღვრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, აღნიშნული ფულადი დახმარება - 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით.

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით.

ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 თებერვლიდან შევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს