ევროპარლამენტარი - მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ - მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ

ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თუ ეს ცნობები სიმართლეა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს, მაშინ მათ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ამბიციაზე უარი თქვეს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვის უნარს გართმევთ, კანს გწვავთ, ხველასა და ღებინებას იწვევს და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის, „კამიტის“ შედეგები. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ცნობებს ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მისი ევროპაში გამოყენება კვლავ მოხდა. ამ ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ იგი წყლის ჭავლში შეურია და გამოიყენა არა დამპყრობელი არმიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. და რატომ? იმიტომ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის, მშვიდობიანი პროტესტი გამართვას ბედავს“, - განაცხადა კრემერმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა თავად საქართველოზე უარი არ უნდა თქვას.

„მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენს იგივე გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს