მალგოჟატა გოშევსკა - არ შეგვიძლია პარტნიორები ვიყოთ რუს ჯაშუშთან, სწრაფად ქმედება გვჭირდება, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გვჭირდება

არ შეგვიძლია პარტნიორები ვიყოთ რუს ჯაშუშთან, სწრაფად ქმედება გვჭირდება, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

„ვსაუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ცრემლსადენი აირის სუნი, და როგორც საქართველოს მეგობარი. საქართველოსი, რომელსაც იპარავენ არა ტანკებით, არამედ თაღლითობით.

საქართველოში არსებული კრიზისი პოლიტიკური არ არის, ის კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ. ბევრჯერ მოვუწოდეთ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპულ რეზოლუციას აიგნორებს. რატომ? ვინაიდან სააკაშვილი პუტინის პირადი მტერია და ის ჯერ კიდევ დაპატიმრებულია, რაც კრემლისადმი ერთგულების მაჩვენებელია.

აშშ-მა იმოქმედა, მათ სანქციები შემოიღეს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავისი სახელი დაარქვეს მას - რუსი, რომელიც საქართველოში გაბატონდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად. არ შეგვიძლია პარტნიორები ვიყოთ რუს ჯაშუშთან. სწრაფად ქმედება გვჭირდება, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ,” - განაცხადა გოშევსკამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!