ბრანისლავ ონდრუში - უკვე 20 წელია რუსებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვთ და ევროკავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთთან ბედნიერად ვაჭრობდა

ევროკავშირს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველებს ის ენერგორესურსები მიაწოდოს, რაც მათ სჭირდებათ და რასაც ისინი რუსეთისგან ყიდულობენ - მათ ეკონომიკის გაჩერება მოუწევთ, - ამის შესახებ სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება გვსურს, მაშინ იმ მომენტს უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც ეს შესანიშნავი კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მტრად გადაიქცა. როდესაც, საქართველოს მთავრობამ კურსი შეიცვალა და ევროკავშირმა მის არჩევნებზე გავლენის მოხდენა დაიწყო“, - განაცხადა ონდრუშმა.

მისი თქმით, „რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, რომ თბილისში 48 საათში შევიდნენ, რადგან საქართველო ნატო-ს წევრი არ არის“.

„ევროკავშირს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველებს ის ენერგორესურსები მიაწოდოს, რაც მათ სჭირდებათ და რასაც ისინი რუსეთისგან ყიდულობენ. მათ ეკონომიკის გაჩერება მოუწევთ. უკვე 20 წელია რუსებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვთ და ევროკავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთთან ბედნიერად ვაჭრობდა. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ გამოიწვიონ, რადგან ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიების მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, რუსეთთან დაკავშირებით ცვლილებების მისაღწევად ევროკავშირი სამართლიანი უნდა იყოს, სამართლიანი პირობები შექმნას, სამი წლის წინ დაშვებული შეცდომები აღიაროს და დიალოგი დაიწყოს. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ძლიერი სიტყვების გარეშე უნდა ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი ჩვენი არარეალისტური საგარეო პოლიტიკის მსხვერპლი გახდება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა