თინა ბოკუჩავა - მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციაზე ხელმოწერა ნიშნავს ერთადერთ რამეს - ბიძინა ვაჭრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციაზე ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს".

როგორც ბოკუჩავა მიიჩნევს, „ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე", ივანიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა.

„რას ნიშნავს ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციაზე ხელმოწერა, მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე თვის წინ, სრულიად სამარცხვინოდ, რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა სტრასბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს რუსეთის ომის დანაშაულებზე უკრაინის წინააღმდეგ, რომლის დასაფუძნებლად პრეზიდენტი ზელენსკი სტრასბურგში PACE-ზე ჩამოვიდა: ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - ბიძინა ვაჭრობს.

ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე, მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა. უკრაინის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმით მხარდაჭერა ამის საუკეთესო შესაძლებლობა იყო.

უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, ზუსტად როგორც პუტინი, რომელიც დღისით „მოლაპარაკებებს აწარმოებს” და ღამით სამოქალაქო პუნქტებს ბომბავს, ივანიშვილიც გააგრძელებს ჩვენს დაწამვლას და დაჭერას, სანამ არ მიხვდება, რომ დასავლეთი მასთან არანაირ „გარიგებას” არ აპირებს. მაგრამ დღევანდელი ნაბიჯი მორიგი დასტურია იმის, რომ ის სწორედ დასავლეთთან ვაჭრობს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, 34 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს. მას საქართველოც შეუერთდა, კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა