Politico - აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მაიამიში ამ შაბათ-კვირას გაიმართება

აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური პირები მაიამიში შეხვედრას ამ შაბათ-კვირას გამართავენ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე, რათა ომის დასრულების მიზნით დათმობებზე წავიდეს. Politico-ს წყაროების განცხადებით, გეგმები კვლავ ცვალებადია, მაგრამ თუ ამ შაბათ-კვირას განხორციელდება, ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს რუს ოფიციალურ პირებს წარუდგენს.

საკითხის შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება. ამერიკულ მხარეს კი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს