რუსული მედია - როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ბატაისკში კი - ერთი

როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმა როსტოვზე, ბატაისკსა და ტაგანროგზე განხორციელდა.

„როსტოვის პორტში თავდასხმის შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაშავდა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე, სლიუსარის ინფორმაციით, ქალაქ ბატაისკში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს