GCCA-მა შპს „აიპლიუსს“ დარღვევა დაუდასტურა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მომართა ორმა განმცხადებელმა, რომელთა მოთხოვნაც შეეხებოდა „აიპლიუსის“ მიერ, კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებისა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევებს.

სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ისეთი საქონელი, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ შორის, თვისებებს, ხარისხსა და ფუნქციურ მახასიათებლებს. განსახილველ შემთხვევაში კი, მოვაჭრის მიერ, სახელშეკრულებო ვალდებულება სათანადოდ არ შესრულდა და მის მიერ გადაცემული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებდა კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

„გარდა ამისა, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი მოვაჭრეს ავალდებულებს ნაკლის აღმოფხვრას. ნაკლის მქონე საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანისას (შეკეთება/შეცვლა) კი მოვაჭრე ვალდებულია, განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება უსასყიდლოდ და გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის