შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ. შესაბამისად, საპენსიო ასაკამდე, სახელმწიფო გასაცემელს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სიახლით ისარგებლებენ, მათ შორის, ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის საბადოებში დასაქმებულები, რომლებსაც კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რეორგანიზაცია შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშაოზე დასაქმდნენ, იმავე ან სხვა კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ უცვლელი რჩება თავად სამუშაო სტაჟის ჯამური ოდენობა - 10 წელი, რაც სახელმწიფო გასაცემლის მიღების წინაპირობაა. სამუშაო სტაჟის დაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღება ფაქტობრივად ნამუშევარი პერიოდი, რომელიც მოიცავს გათავისუფლებამდე და ხელახლა, დასაქმების შემდგომ დროს ერთად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს