ლატვიის პრემიერ-მინისტრი - ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს, ამიტომ თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს

ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს.

„ძალაუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, სულ მცირე ევროპაში მაინც, ხალხს ეკუთვნის და საქართველო ევროპაა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იმედი ნამდვილად არ უნდა დაკარგოს. ჩვენ ყველამ, ისევე როგორც საქართველომ, საბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ და შემდეგ თავისუფლებას მივაღწიეთ, რადგან ეს ასე ხალხმა გადაწყვიტა. არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია, რომ გადაწყვეტილება ხალხის და საზოგადოების ნაცვლად მიიღოს. ამიტომ, თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება და იმედს არ დაკარგავს, მაშინ წარმატებას მიაღწევს. მე ამის მჯერა“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს