საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით, მიუხედავად იმისა რომ 2025 წელი მთავრდება, დღე არ გავა, რომ საინტერესო თემა არ წამოტივტივდეს და აქტუალური არ გახადოს პოლიტიკური პროცესის დინამიკამ.
იქნება ეს აქციებთან ქუჩაში გამართვასთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონმდებლობა, განათლების რეფორმა, რომლითაც განათლების საკითხებში საკმაოდ კარგი ექსპერტებისა და კმაყოფილი პროფესურის აზრი ჯერ არ მოგვისმენია, აღარაფერს ვამბობ სასამართლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და თუნდაც ბი-ბი-სის ფილმზე პასუხგაუცემელ კითხვებზე, ასევე მმართველ გუნდში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე და შიდა დაპირისპირებაზე.ასევე აღარაფერს ვამბობ „საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციაზე, რომელიც გაუმჯებესებული კი არა გაუარესებულია.
თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროპასთან და აშშ-თან საკმაოზე მეტი პრობლემებია დაგროვილი, ცხადადაც კი ჩანს, რომ 2025 წელი ისე იწურება, რომ ქვეყანა მოახლოებულ 2026 წელს პრობლემებით დახუნძლულიც კი ხვდება.
თქვენი აზრით, ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ მმართველი გუნდისთვის, სავარაუდოდ, რაა საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა?
- მმართველი გუნდისთვის და საერთოდ ქართული პოლიტიკისთვის საშინაო პოლიტიკაში მთავარი პრობლემა არის, თან ძალიან სერიოზული - რეალობის არაადეკვატურად აღქმა. ანუ, რა რეალობაა საშინაო პოლიტიკაში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად.
ამაში რას ვგულისხმობ - თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი - ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა.
თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი - ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა
როდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფრის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ.
800 ათასი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა და ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა. ეს არა მარტო ქვეყანაში არსებული განწყობების მაჩვენებელია. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა ხან იკლებს, ხან საკმაოდ მაღალია, მაგრამ, ფაქტია რომ სულ არის. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ასეთი მრავლხნიანი პროტესტი არავის არ გვახსოვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია ეს უკმაყოფილება და ამის იგნორირება, შეთქმულების თეორიებით ახსნა, ვიღაცეები ახელფასებენ. დაფინანსებული აქციებიც მინახავს და ორ დღეში რომ მთავრდებოდა. ახლა რასაც ვხედავთ, სულ სხვა რამაა.
როდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფერის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ
ამიტომაა რომ ვამბობ, კრიზისის აღქმის თვალსაზრისით ხელისუფლება არაადეკვატურია. მგონია რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რომ საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში სერიოზულ კრიზისშია და ცდილობს ყველაფერი ხისტად გაიტანოს. ვხედავთ, რომ ეს არ მუშაობს და საქმე დაპირისპირებისკენ მიდის.
- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ თუ პოლიტიკურ პროცესში დღეს არსებული დინამიკა შენარჩუნდა, შესაძლოა, საქმე დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს?
- საფრთხე იმისა, რომ საქმე სერიოზულ დაპირსპირებამდე მივიდეს, საკმაოდ მაღალია.
საერთოდ, ასეთი დონის უკმაყოფილების ჩახშობის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც სტალინი იყენებდა. ან როცა გამსახურდიას მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ იოსელიანმა და კიტოვანმა ტყიები ესროლეს. სხვანაირად ამგვარი პროცესი არ ჩერდება.
თუ ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში იმ კურს გააგრძელებს, როგორსაც ახლა ატარებს, ეს პროცესი საბოლოოდ, ძალიან ძლიერ აფეთქებამდე მივა. ან ისეთი ტიპის დაპირისპირებამდე, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ისედაც დაუცველ და მოწყვლად ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადსა და დაუცველს გახდის.
თუ ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში იმ კურს გააგრძელებს, როგორსაც ახლა ატარებს, ეს პროცესი საბოლოოდ, ძალიან ძლიერ აფეთქებამდე მივა. ან ისეთი ტიპის დაპირისპირებამდე, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ისედაც დაუცველ და მოწყვლად ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადსა და დაუცველს გახდის
- „ქართულმა ოცნებამ“ კი შექმნა იმ ტიპის სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც შეიძლება ითქვას კარგადაც მუშაობს, იმაზე უფრო კარგადაც კი წინა ხელისუფლებას რომ ჰქონდა.
მაგრამ, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური გამოსავალი რომ პოლარიზაცია მუდმივად კი არ იზრდებოდეს, არამედ დაპირისპირებული ჯგუფები კონსენსუსამდე მიდიოდნენ?
და საქმე არსებული კრიზისის განმუხტვამდე მივიდეს?
- ეს ცოტა რთული საკითხია იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად ხელისუფლების ნებაზე ვართ დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას არ სურს რაღაც კომპრომისზე წავიდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერაფერს შეძლებს. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მხოლოდ არადანის არჩევანი აქვს. ამგვარ არჩევანს ოპოზიცია ვერ გააკეთებს.
ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს და არაფერს არ თმობს. ოპოზიციის დათმობა იქნება საერთოდ არაფერი არ გააკეთოს. თუ ხელისუფლებამ არ გადადგა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, არაფერი გამოვა. მეც მიმაჩნია, რომ ოპოზიციისთვისაც არ არის კარგი იმ ტიპის პოლარიზაცია, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. საერთოდ, იმ ტიპის დაპირისპირების რეჟიმი, რომელშიც ახლა ვართ, არავისთვის არ არის ხელსაყრელი. მაგრამ, მის განმუხტვაში პირველი სიტყვა ხელისუფლებას ეკუთვნის და არა ოპოზიციას.
იმ ტიპის დაპირისპირების რეჟიმი, რომელშიც ახლა ვართ, არავისთვის არ არის ხელსაყრელი. მაგრამ, მის განმუხტვაში პირველი სიტყვა ხელისუფლებას ეკუთვნის და არა ოპოზიციას
თუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ვითარების განსამუხტად, ძალიან რთული იქნება მოვლენათა განვითარების რადიკალური სცენარის თავიდან აცილება.
- ხელისუფლებაში 13 წლის ყოფნის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში რა პრობლემები აქვს მმართველ „ქართული ოცნების“ გუნდს?
- საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების კრახი უფრო ჩანს, ვიდრე საშინაოში. საშინაოში ოპოზიციის სისუსტისა და კიდევ სხვა ფაქტორებია. ამჟამინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის გამო საერთაშორსიო პოლიტიკაშიც საკმაოდ არეულია სიტუაცია, მაგრამ, გარედან საქართველო საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება.
მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი გავხდით, აბსოლუტურად პირველად ჩვენ ისტორიაში ხელისუფლებას დასავლეთი, ევროპა, ევროკავშირი, პრაქტიკულად ოფიციალურ მტრად გვყავს გამოცხადებული.
ასეთი რამ და იმ ტიპის ანტიდასავლური რიტორიკა რაც ახლა გვესმის ხელისუფლებიდან, არც მე და არც სხვას არ შეიძლება ახსოვდეს. იმიტომ რომ არასდროს არ გვქონია და არც ხელისუფლებას უკეთებია განცხადებები გერმანიის, საფრანეთის, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამ თვალსაზრისით, სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება.
საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების კრახი უფრო ჩანს, ვიდრე საშინაოში... მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი გავხდით, აბსოლუტურად პირველად ჩვენ ისტორიაში ხელისუფლებას დასავლეთი, ევროპა, ევროკავშირი, პრაქტიკულად ოფიციალურ მტრად გვყავს გამოცხადებული
მე ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება რომ ვერც ივანიშვილი და ვერც მისი გუნდის წევრები მთლად ბოლომდე ვერ აცნობიერებენ დასავლელი პარტნიორების მიმართ ასეთი საუბრებით რას შვრებიან. თუ მათ ამგვარი ქმედება მხოლოდ პოლიტიკური პიარი ჰგონიათ, ესეც გაუგებარია.
არადა, ამის შემდეგ როგორ უნდა მივიდნენ ბრიუსელთან და შეთანხმება, ან გარიგება როგორ უნდა დაიდოს, ეს არ მესმის. ვხედავთ, რომ ამგარი რამ შეიძლება მოხდეს, დარწმუნებული არიან. ყოველ შემთხვევაში ივანიშვილს ასე ჰქონია. არადა საერთაშორისო ურთიერთოებებში არ არის.
დასავლეთი გვთხოვს ევროკავშირისთვის მიუღებელი კანონების გაუქმებას, ამდენი უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს ანტიევროპული რიტორიკა.
- ჩვენც და დასავლეთსაც ხელისუფლების მხრიდან ლამის ყოველ დღე ესმის ანტიდასავლური გზავნილები, მაგრამ, ახლა ცხადად ჩანს, რომ ოფიციალური თბილისი ემეგობრება უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს, ორბანსა და ვიფოს, ახლა სერბეთშია ვიზიტად ჩასული პრეზიდენტი ყაველაშვილი.
საუბარია იმ ქვეყნებზე რომლებსაც ბრიუსელში პრომოსკოვურ ხელისუფლებებად თვლიან.
თუ სახელისუფლო პროპაგანდას მივადევნებთ თვალს, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში ცვლილებები მოხდება და რუსეთის მხარდამჭერი ევროპული პოლიტიკური ძალები იმდენად გაძლიერდებიან რომ ისინი უხელმძღვანელებნ ევროპულ სტრუქტურებს...
- „ქართული ოცნება“ რომ ევროსტრუქტურებისგან იზოლაციაშია, ეს მისი სურვილი კი არ არის. მე რასაც ვადევნებ თვალს, მას აქვს ასეთი მიდგომა - იგი ევროპას და ევროკავშირს ეუბნება მე საქართველოში რასაც მინდა იმას გავაკეთებ, როგორც მინდა ისე მოვიქცევი, თქვენ ეს აღიარეთ, დაანებეთ თავი ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვაზე და სასამართლოებზე საუბარს, ვივაჭროთ, საქონელი გავატაროთ, ფული ვაკეთოთ.
მეტიც, ჩვენი რუსებთან ურთიერთობა თქვენი საქმე არაა, ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვიქცევით. ისეთი ტიპის ხელისუფლებისთვის, როგორიც „ქართული ოცნებაა“, რუსეთი ბუნებრივი მოკავშირეა. რუსეთსაც აწყობს საქართველოში ასეთი ხელისუფლება. ხელისუფლების ფლირტი რუსეთთან იმასაც ემსახურება რომ დასავლეთს უთხრან - ჩვენ მარტო კი არა ვართ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ვიმეგობროთ.
ისეთი ტიპის ხელისუფლებისთვის, როგორიც „ქართული ოცნებაა“, რუსეთი ბუნებრივი მოკავშირეა. რუსეთსაც აწყობს საქართველოში ასეთი ხელისუფლება. ხელისუფლების ფლირტი რუსეთთან იმასაც ემსახურება რომ დასავლეთს უთხრან - ჩვენ მარტო კი არა ვართ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ვიმეგობროთ
თუმცა, რუსეთთან ურთიერთობას ცალკე პრობლემები ახლავს. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა ასიამოვნონ რუსეთს, გამოხატონ თავისი კეთილგანწყობა, რუსეთის მხრიდან არასდროს არ არის და არც იქნება რაიმე ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ.
- დასავლეთის მისამართით პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ყოველ დღე ვისმენთ, მაგრამ ამას წინათ მან რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა.
მხედველობაში მაქვს ის, სადაც მან ბრძანა, რომ რუსებმა იციან საქართველოს რა უნდა, იგულისხმებოდა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური თბილისის მოთხოვნები.
იმასაც ვხედავთ რომ მოსკოვი პასუხს ტრადიციულად არ აყოვნებს და გვახსენებს იმას რომ სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებელი ქვეყნების დედაქალაქებია, სადაც მას ელჩები ჰყავს და ამ საკითხში კრემლის პოზიცია არ შეიცვლება.
რეალურად, ვხედავთ, რომ აქაც ჩიხია, თან სერიოზული...
- ეს ხომ პირველად არ ხდება. ჩვენ კარგად გვახსოვს შევარდნაძის მცდელობები ამ თემაზე დაელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან, შემდეგ იგივეს გაკეთებას შეეცადა სააკაშვილი, არაფერი გამოვიდა. იმიტომ კი არ გამოდის რომ პუტინია შეუგნებელი და იმიტომ არ გამოდის.
იმიტომ არ გამოდის, რომ რუსეთს ობიექტურად არ აწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა. არსებული მდგომარეობა რუსეთს აწყობს, ახერხებს საქართველოში დასავლეთი არ შემოუშვას. მას თავისი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღწეული აქვს. იქ ჯარი შეყვანილი ჰყავს.
რუსეთი საქართველოს სასარგებლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ნაბიჯების გადადგმას არ გარისკავს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს რომ გააკეთოს, შემდეგ საქართველო გაძლიერდება. ეკონომიკური და სხვა თვალსაზრსით რუსეთი ვერ ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ჩინეთს ვერ გაუწევს კონკურენციას. თუ საქართველომ დაკარგულ ტერიტორიებში გაიმაგრა პოზიციები, ხვალ რომ ივანიშვილისა და კობახიძის ნაცვლად სხვა მოვიდეს და რუსეთს ხელი დაუქნიოს, მერე რას შვრება?
რუსეთი საქართველოს სასარგებლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ნაბიჯების გადადგმას არ გარისკავს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს რომ გააკეთოს, შემდეგ საქართველო გაძლიერდება. ეკონომიკური და სხვა თვალსაზრსით რუსეთი ვერ ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ჩინეთს ვერ გაუწევს კონკურენციას. თუ საქართველომ დაკარგულ ტერიტორიებში გაიმაგრა პოზიციები, ხვალ რომ ივანიშვილისა და კობახიძის ნაცვლად სხვა მოვიდეს და რუსეთს ხელი დაუქნიოს, მერე რას შვრება?
დღევანდელი მდგომარეობით რუსებს ვერც აფხაზები და ვერც ოსები ხელიდან ვერ დაუსხლდებიან თუ ჩვენთან არ დაიჭირეს საქმე და პოლიტიკა არ შეცვალეს. მოსკოვი ტერიტორიულ მთლიანობის საკითხში საქართველოსთან დათმობებზე იმიტომ არ წამოვა, რომ ეს მას არ აწყობს.
რუსეთმა ეს რომ გააკეთოს, ეს მას გაუჩენს პრობლემებს არა მარტო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. ამიტომაცაა კრემლს საქართველოსთან მიმართებაში აქვს ასეთი დამოკიდებულება - куда они денутся?! თუ მათ დასავლეთი დაიკიდეს, საქართველოს დამცველი არავინ არ იქნება. არც ჩინეთი არ გადაყვება მათ თავს.
- თქვენი აზრით, ოპოზიციაში 13 წლიანი ყოფნის შემდეგ, საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციას რა მთავარი პრობლემები აქვს?
- ოპოზიციას საშინაო პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე პრობლემა, რაც ხელისუფლებას აქვს. ხელისუფლების მსგავსად, საშინაო პოლიტიკაშია არც ოპოზიციას არ აქვს არსებული სიტუაციის რეალური და ადეკვატური აღქმა.
პირველი რაც მათ უნდა გააცნობიერონ ისაა, რომ ხელისუფლება თავისით არ ჩამოიშლება და წაიქცევა. მარტო ქუჩაში გასვლით და მიწოლით ხელისუფლება არ ემხობა. მასობრივი გამოსვლები ხდება იმ შემთხვევაში თუ ხალხში უკმაყოფილების ხარისხი მოიცავს საზოგადოების ძალიან ფართო ფენებს.
ოპოზიციას საშინაო პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე პრობლემა, რაც ხელისუფლებას აქვს. ხელისუფლების მსგავსად, საშინაო პოლიტიკაშია არც ოპოზიციას არ აქვს არსებული სიტუაციის რეალური და ადეკვატური აღქმა
პოლარიზაცია მაღალი კია, მაგრამ ის პროტესტი და საპროტესტო განწყობა ხალხში რაც არის, არ არის იმდენად საყოველთაო, რომ ხელისუფლება წალეკოს. არ იწვევს ხელისუფლებაში შიდა რღვევას. ანუ, ოპოზიცია ხელისფლებას ჭიდაობა-ძიძგილაობაში ვერ მოუგებს, ვერ დაჩაგრავს. ხელისუფლება ახერხებს მის დაჩაგვრას. სხვა ტაქტიკა ოპოზიციურად განწყობის ხალხს არ აქვს, არადა, ბევრჯერ ვნახეთ, რომ ეს ტაქტიკა ოპოზიციისთვის წამგებიანია.
მეტიც, ხელისუფლების პროპაგანდა ოპოზიციურ პროპაგანდას ჯობნის. ხელისუფლება გამოდის სტაბილურობისა და მშვიდობის ლოზუნგებით, ოპოზიცია კი ამბობს რომ უნდა დაგიჭიროთ, რაც ხალხში არეულობისა და ქაოსის განცდას იწვევს.
ოპოზიციას ნარატი აქვს შესაცვლელი - თავად უნდა განასახიერებდეს მშვიდობას და სტაბილურობას, ხელისუფლება უნდა განასახიერებდეს ომს და დაპირისპირებას. თუ ოპოზიცია შეძლებს საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, დაანახოს ხალხს რომ სწორედ ხელისუფლებაა დესტაბილიზაციისა და ომის წყარო, მაშინ ოპოზიცის ხელისუფლება წინ ვერ დაუდგება.
ოპოზიციას ნარატი აქვს შესაცვლელი - თავად უნდა განასახიერებდეს მშვიდობას და სტაბილურობას, ხელისუფლება უნდა განასახიერებდეს ომს და დაპირისპირებას. თუ ოპოზიცია შეძლებს საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, დაანახოს ხალხს რომ სწორედ ხელისუფლებაა დესტაბილიზაციისა და ომის წყარო, მაშინ ოპოზიცის ხელისუფლება წინ ვერ დაუდგება
ოღონდ აქ ერის ერთი პირობა - ეს რომ მოხდეს, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ოპოზიციაში ხელისუფლების ალტერნატივა. ამას სჭირდება ადამიანები, კონკრეტული ფიგურები, ლიდერები, რომლებიც განასახიერებენ იმას, რომ ისინი არიან ხელისუფლების ალტერნატივა. ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არიან გამოკვეთილი ლიდერები. არ ჩანს ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივა.
თუ ხელისუფლების ალტერნატივა არ გაჩნდა, იქნა სიტუაცია, როცა არავინ არ იცის ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს პრობლემა მუდმივად იქნება საზოგადოებაშიც და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში.
თუ ხელისუფლების ალტერნატივა არ გაჩნდა, იქნა სიტუაცია, როცა არავინ არ იცის ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს პრობლემა მუდმივად იქნება საზოგადოებაშიც და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში
- ოპოზიციას ევროპაშიც და ამერიკაში მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მსოფლიოშია სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი. ასეა არა მხოლოდ უკრაინაში ომის გამო, არამედ იმის გამოც, რომ აშშ-მ უსაფრთხოებისა და თავდაცის ახალი სტრატეგიები შეიმუშავა.
მათი მიღებისა და რეალიზაციის შემთხვევაში შეიცვლება აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები, ასევე მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
ამ სტატეგიების გამოჩენით ევროპაც გაოგნებულია და დანარჩენი მსოფლიოც. აშშ-ს სენატსა და კონგრესში ორჯერ გადავადდა „მეგობარი აქტის“ მიღება. ევროპა „ოცნებას“ კრიტიკის ცეცხლში კი ატარებს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ისინი კვლავ „ფარატინა ქაღალდად“ მიაჩნია.
თქვენი აზრით, ოპოზიციისთვის მთავარი საგარეო პრობლემა რაა?
- მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველო არაა მსოფლიოს ცენტრი, არა ვართ მსოფლიო მთავარი პრობლემა. მსოფლიოს ჩვენთვის დღეს არ სცალია. ჩვენთვის რომ სერიოზულად მოიცალონ რა თქმა უნდა, ოპოზიციის აქტიურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ, აქ არ ჩანს ხელისუფლების მკაფიოდ გამოკვეთილი შემცვლელი.
საქართველოში ქაოსი და კიდევ ერთი თავის ტკივილი არავის არ აწყობს. საქართველოში რომ არსებობდეს ძლიერი და გამოკვეთილი ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი და ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების ჩანაცვლება, რომელიც იქნებოდა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი და გასაგები იგივე აშშ-თვის, ან ევროკავშირისთვის, დასავლეთის ზეწოლა ხელისუფლებაზე სანქციების ჩათვლით იქნებოდა შეუდარებლად მეტი.
საქართველოში რომ არსებობდეს ძლიერი და გამოკვეთილი ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი და ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების ჩანაცვლება, რომელიც იქნებოდა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი და გასაგები იგივე აშშ-თვის, ან ევროკავშირისთვის, დასავლეთის ზეწოლა ხელისუფლებაზე სანქციების ჩათვლით იქნებოდა შეუდარებლად მეტი
ეს ხელისუფლება რომ არ მოსწონთ ვაშინგტონში და ბრიუსელში, გასაგებია. არ მოსწონთ რბილად ნათქვამია, რადგან იგი აშკარად ანტიამერიკული და ანტიევროპულია, მაგრამ, მეორე მხრივ აქ სხვა არავინ ჩანს. ამიტომაც, ამერიკაც და ევროპაც საქართველოსთან მიმართებაში მომლოდინე რეჟიმზეა გადასული.
ამიტომაა რომ ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ იღებენ, გვესმის მხოლოდ მოწოდებები იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა.
ამერიკაც და ევროპაც საქართველოსთან მიმართებაში მომლოდინე რეჟიმზეა გადასული
- გასაგებია, რომ პარტნიორები მხოლოდ დასავლური კურსის დაბრუნებისკენ მოგვიწოდებენ.
ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში რაც ხდება, დასავლეთს კი აბრალებს, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება რომ დასავლეთმა არ იცის საქართველოში „ფსონი ვიზე დადოს“?
- დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ და მაგას ვამბობ. რადგან აქ არ ჩანს, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ივანიშვილის ხელისუფლება, ამიტომ დასავლეთი მხოლოდ მოწოდებეით შემოიფარგლება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი