ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორმა ვასილ ოსიძემ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურორმა მოზარდებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროკურორმა მათთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს