მიხეილ ყაველაშვილი - დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვთ, უსამართლოა - დიალოგი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ

არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვთ, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი - დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა.

„ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის. ესეც საგულისხმოა, რომ პირველი ვიზიტია ჩემი მხრიდან პრეზიდენტის რანგში, ესეც დასაფასებელია. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები, რომელზეც ისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ. ახსენეთ, რომ იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ორივე ქვეყნისთვის. ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც დაგიგროვდათ და ჩვენც ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრო ბიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვს, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით. ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც არის. ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი მხარე. მისი ისტორია იძლევა იმის შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს და ჩვენი სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრები, პირველ რიგში, ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპაში. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი.

ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, რომ ვითანამშრომლოთ, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია იმისთვის, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო