მიხეილ ყაველაშვილი - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით - იყო შემოტევა, საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, პრინციპები

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მშვიდობას ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საომარ ვითარებასთან, ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით. ამ პროცესში, ჩვენ დავიკავეთ საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს ამ გამოწვევების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას, რომელსაც მუდმივად მყარად ვიცავდით უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში. ამას ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მოგეხსენებათ, რეგიონში იყო დაძაბული, საომარი ვითარებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ესეც დასასრულს მიუახლოვდა. სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სერბებსაც დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ამ დერეფანთან დაკავშირებით. ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის საშუალებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი საქმიანი საუბრის შემდეგ ჩვენი დარგები, სამინისტროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ ურთიერთობას, რომ უფრო განვითარებული გახდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები“,-აღნიშნა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა სერბეთს და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სერბი ხალხი.

„რაც შეეხება სერბეთს და საქართველოს, ჩვენი ღირებულებები, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც როგორც ქართველებისთვის, ისე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე მომეცემა საშუალება ვესტუმრო წმინდა ტაძარს ბელგრადში, მოვინახულო პატრიარქი. ადამიანები, ვინც სამშობლოს ვემსახურებით, როგორც სერბები და ქართველები, ვინც ხელისუფლებაში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო მჭიდრო ურთიერთობა იყოს ქვეყნებს შორის. თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ უფრო მეტი საშუალება მიეცემა, როდესაც ჩემ გუნდთან მექნება საუბარი. იარაღის წარმოებაზე იყო საუბარი, სოფლის მეურნეობის დარგზე ისაუბრეთ და იცის მსოფლიომ, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის