20-21 დეკემბერს წლის დამაგვირგვინებელი ლიტერატურული ღონისძიება „თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიმართება

2025 წლის დამაგვირგვინებელი საჩუქარი ლიტერატურის მოყვარულებს - 20-21 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა გაიმართება.

წლის ბოლო მასშტაბური ღონისძიება ეძღვნება დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას: „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელსაც ბაზრობის მონაწილეებიც უერთდებიან. გამომცემლობები შემოსული თანხის ნაწილს დამოუკიდებელი ონლაინ მედიასაშუალებების მხარდასაჭერად გადარიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა, „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომელიც უკვე დიდი ხანია თბილისის წიგნის ბაზრობის ნაწილად იქცა, წელს სახე იცვალა და განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. კერძოდ, აპრილის ბაზრობაზე წიგნების წარდგენები, რომლებსაც ადრე მსახიობები აკეთებდნენ, ამჯერად სინდისის პატიმრებმა იტვირთეს. პატიმრების მიერ დაწერილი რეცენზიები მსახიობებმა წაიკითხეს.

გამომცემლობა „პალიტრა L-ი“, რომელიც თბილისის წიგნის ბაზრობაზე ტრადიციულად, მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში - „გადაიხადე რამდენიც გინდა“, აქტიურად უჭერს მხარს პოლიტპატიმრებს. „პალიტრა L-ი“ ღონისძიების ფარგლებშიც აქტიურად ჩაერთვება მხარდასაჭერ კამპანიაში.

თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. 20-21 დეკემბერს წიგნის მოყვარულებს გველოდებით წლის დამაგვირგვინებელ ლიტერატურულ დღესასწაულზე!

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს