BDO კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (CCA) ოფიციალურად იწყებს საქმიანობას. ახალი, ერთიანი რეგიონული ფირმა, ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.
ეს მნიშვნელოვანი ინტეგრაცია ეფუძნება BDO-ს გლობალური ქსელის ფარგლებში არსებული უნიკალური რესურსების ათვისებას და მიზნად ისახავს რეგიონში პროფესიული სერვისების ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
2025 წლის მონაცემებით, BDO-ს ფირმები პროფესიულ სერვისებს უწევენ მომხმარებლებს მსოფლიოს 169 ქვეყანაში, 94,900 პროფესიონალის მხარდაჭერით, რომლებიც 870 ოფისში მუშაობენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ახალი რეგიონული ფირმა
BDO CCA-ის შექმნა პირდაპირ პასუხობს იმ კომპლექსურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს პროფესიული სერვისების სექტორი დგას, მათ შორის რეგულაციების გამკაცრება, კონკურენტული და დინამიკური შრომის ბაზარი, ტექნოლოგიური ინვესტიციები და დამკვეთების მზარდი მოლოდინები.
BDO CCA სწორედ ამ მოთხოვნებზე დაფუძნებული სტრატეგიული პასუხია. ინტეგრაციის მთავარი მიზანია შექმნას სივრცე საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ერთიანი სტრატეგიის განსავითარებლად და ცოდნის სრულფასოვანი გაცვლისთვის, რაც BDO-ს წარმომადგენლობებს ქვეყნებში გარდაქმნის მძლავრ, ერთიან, რეგიონულ ძალად.
ხუთი ქვეყნის გამოცდილების, ადამიანური რესურსებისა და ინოვაციური მიდგომების ინტეგრაციის გზით, BDO CCA აყალიბებს უფრო ძლიერ, მოქნილ და მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე პროფესიული სერვისების რეგიონულ ფირმას.

მმართველი გუნდი
ამ მნიშვნელოვანი რეგიონული ინტეგრაციისა და ზრდის პროცესის უზრუნველსაყოფად, BDO CCA იმართება აღმასრულებელი კომიტეტის (Executive Committee – ExCo) მიერ და წარადგენს იმ მთავარ ლიდერებს, რომლებიც ერთიან რეგიონულ სტრატეგიას უხელმძღვანელებენ:
ზურაბ ლალაზაშვილი, რომელიც BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის პოზიციას იკავებდა, დაინიშნა BDO CCA-ს რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორად (Regional CEO). ზურაბ ლალაზაშვილი ასევე იკავებს BDO CCA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის პოზიციას.
მაია ხაჩიძე BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის პოზიციაზე ანაცვლებს ზურაბ ლალაზაშვილს.
ვაჰაგნ სააკიანი (Vahagn Sahakyan) იკავებს BDO სომხეთის მმართველი პარტნიორის პოზიციას.
ორივე მმართველი პარტნიორი, ამასთანავე, არის BDO CCA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
BDO უზბეკეთის მმართველი პარტნიორია დავრონ იაკუბოვი (Davron Yakubov).
BDO-ს სტრატეგიისა და ოპერაციების ხელმძღვანელის და მომავალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორის ტრონდ-მორტენ ლინდბერგის (Trond-Morten Lindberg) გამოხმაურება რეგიონული გაერთიანების თემაზე:
„BDO CCA-ის შექმნა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ხედვის მძლავრ და სტრატეგიულ რეალიზებას ქსელის ფართომასშტაბიანი ინტეგრაციის მიზნებისთვის. ხუთი ქვეყნის ერთიან, კოორდინირებულ, რეგიონულ ფირმად ჩამოყალიბება მეტყველებს გაერთიანებული რესურსების მასშტაბურ და ეფექტიან გამოყენებაზე ინოვაციების წასახალისებლად და იმ უწყვეტი, გამორჩეული ხარისხის გამოცდილების შესაქმნელად, რომელზეც BDO-ს რეგიონული და საერთაშორისო დამკვეთების მხრიდან მზარდი მოთხოვნა არსებობს. ეს მოდელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია BDO-ს მდგრადი ზრდისა და სწრაფად განვითარებად რეგიონში ჩვენი ლიდერი პოზიციის განსამტკიცებლად.“
რეგიონული აღმასრულებელი დირექტორის განცხადება
BDO CCA-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს:
„BDO CCA აერთიანებს ფირმების ერთობლივ, ძლიერ მხარეებს და ქმნის რეგიონული ინტეგრაციის ახალ მოდელს. ჩვენი მიზანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩამოვაყალიბოთ წამყვანი, პროფესიული სერვისების ისეთი ფირმა, რომელიც ეფექტიანად აერთიანებს ექსპერტიზას, რესურსებსა და ოპერაციულ სტანდარტებს მთელ რეგიონში. ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია რეგიონული პროგრესისა და იმ ეკონომიკური მომავლისთვის, რომელსაც ერთად ვქმნით.
ეს იქნება პარტნიორობა ერთიანი მართვის ქვეშ - ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში. ამ მოდელის მთავარი მიზანია ცოდნის, ექსპერტიზისა და ადამიანური კაპიტალის გაერთიანება, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონულ და საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სერვისების პორტფელი, მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი გლობალური ქსელის მხარდაჭერით“.
მმართველი პარტნიორების განცხადებები
მაია ხაჩიძე, BDO საქართველო:
„მოცემული რეგიონული გაერთიანება BDO საქართველოსთვის ახალ ენერგიასა და შესაძლებლობებს ქმნის. რეგიონული ფირმა, BDO CCA საშუალებას გვაძლევს ქართულ კომპანიებს შევთავაზოთ უფრო ეფექტიანი მხარდაჭერა და დამატებითი ექსპერტიზა რეგიონში საქმიანობის დაწყებისა თუ გაფართოების პროცესში, პარალელურად კი გავიზიაროთ ცოდნა და მივიღოთ ახალი ხედვები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გუნდის კულტურის გაძლიერებას, რათა უზრუნველვყოთ უწყვეტი განვითარება და მაქსიმალურად გამოვავლინოთ თითოეული თანამშრომლის პოტენციალი.“
ვაჰაგნ სააკიანი, BDO სომხეთი:
„BDO სომხეთი ამაყობს, რომ ამ რეგიონული ინტეგრაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორია. სომხეთისთვის BDO CCA წარმოადგენს შესაძლებლობას გავზარდოთ ჩვენი გავლენა ქვეყნის საზღვრებს მიღმა იმ ხარისხისა და ნდობის შენარჩუნებით, რომელიც წლების განმავლობაში შევქმენით.
ეს რეგიონული მოდელი გვაძლევს საშუალებას ჩავერთოთ უფრო მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებში და მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები, რომლებიც ხედავენ მულტინაციონალური ინტეგრაციის შედეგად შექმნილ კარიერულ შესაძლებლობებს. ინიციატივა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას კოლეგებთან, საქართველოდან და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, შევქმნათ რაღაც უფრო დიდი და ძლიერი, ვიდრე ამას ცალკეული ქვეყნის ფირმა დამოუკიდებლად შეძლებდა.“
დავრონ იაკუბოვი, BDO უზბეკეთი:
„მოხარული ვართ, რეგიონული ინტეგრაციის მოცემული მოდელის დანერგვით, რომელიც უზბეკეთში ჩვენი პრაქტიკის დინამიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და მოგვცემს შესაძლებლობას შევთავაზოთ მეტად გაფართოებული, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და შესაბამისობის სერვისები, ასევე უზრუნველვყოთ ექსპერტიზის სწრაფი და მოქნილი მობილობა რეგიონში.
ჩვენს რეგიონს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს, რაც სინერგიების მარტივად გამოვლენასა და თითოეული იურისდიქციის ძლიერი მხარეების ეფექტიან გამოყენებას გახდის შესაძლებელს, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს გუნდებს, ისე დამკვეთებს.“
გლობალურ სტრატეგიასთან შესაბამისობა
BDO CCA-ის მოდელი წარმოადგენს BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიის პირდაპირ გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უკვე წარმატებით დამკვიდრდა მსგავსი რეგიონული ინტეგრაციის პრაქტიკები. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ BDO დარჩეს გლობალური პროფესიული ტენდენციების წინა ხაზზე და საკუთარი განვითარების მთავარ ღერძად რეგიონული ერთიანობა და თანამშრომლობა აქციოს.
BDO CCA მზად არის გახსნას ახალი შესაძლებლობები, უზრუნველყოს თანამშრომლობის უფრო ფართო მასშტაბები, გაზარდოს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა და გააძლიეროს რეგიონული ლიდერობა ყველა წევრი ქვეყნისთვის.
(R)