„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 19 დეკემბერს, საღამოს, 19:00 საათიდან 20 დეკემბრის დილის 11:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანიის განმარტებით, მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია.

„ხვალ, 19 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათიდან 20 დეკემბერის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილის III მასივს და კვარტლებს, კალოუბნის, თრიალეთის N2-20(ლუწ ნომრებს), N1-11(კენტ ნომრებს) საცხენისის, მამისაშვილის, ანდრია დადიანის, ბაღდავაძის, ქიზიყის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის, 17 შინდისელის, ძეგლევი, ხვედელიძე, აბაშვილის, ბერიაშვილის, მახარაშვილის, რამიშვილის და აბულაძის ქუჩებს. კახეთის გზატკეცილის N 7-10, 33ა და N 34-76 (ლუწ ნომრებს), აეროდრომის დასახლების მე-8 და მე-10 ქუჩებს, სერგი ჯიქიას N1, ზურაბ ჩაჩუა I და II გასასვლელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11“ ფეისბუქისა“ და „ვებგვერდის“ მეშვეობით http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის