სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო შეთანხმების პროტესტის ნიშნად ფერმერებმა ბრიუსელში გზები გადაკეტეს - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად ფერმერებმა ბელგიის დედაქალაქში გზები ტრაქტორებით გადაკეტეს, ხოლო პოლიციას კარტოფილი და კვერცხები ესროლეს.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკს, მერკოსურს შორის პოტენციურ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელიც თითქმის ყველა სახის საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.
ევროპელი ლიდერები დღევანდელ ევროპული საბჭოს სამიტზე მერკოსურთან შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ან დოკუმენტზე ხელმოწერის გადავადების საკითხს განიხილავენ.