„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 19 დეკემბერს, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირი N41-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოები განხორციელება დაიწყება, რის გამოც, 19 დეკემბერს, ღამის 23:00 საათიდან 20 დეკემბრის დილის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება ვაკის რაიონის აბონენტთა ნაწილს შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების გამო წყალმომარაგება - ჭავჭავაძის გამზირის N39, 41 და ჭავჭავაძის I შესახვევის, თამარაშვილის N1, 3, 5, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩის, მიქელაძის ქუჩის და I ჩიხის, აბულაძის ქუჩის და I ჩიხის აბონენტებს შეეზღუდებათ.

„ხვალ, 19 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირი N41-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 დეკემბერს, ღამის 23:00 საათიდან 20 დეკემბერს დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის N 39, 41 და ჭავჭავაძის I შესახვევს, თამარაშვილის N1, 3, 5, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩას, მიქელაძის ქუჩას და I ჩიხს, აბულაძის ქუჩას და I ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს