ბერდია სიჭინავა - ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო - იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ საკმარისი მტკიცებულებები „გამოძიებამ ვერ იპოვა“, შესაბამისად, საქმე ორი თვით გაახანგრძლივა.

სიჭინავა თვლის, რომ გახარიას მიმართ პოლიტიკურად შეკვეთილი საქმე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ქართულ მიწაზე პრეტენზიების გამოხატვის დამატებითი საშუალება მისცეს.

სიჭინავა იმედს იტოვებს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს „ცხინვალიდან არ ელოდებიან“.

„უკან მიდევნებული “მართლმსაჯულების” ამბავი.

ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება კიდევ 2 თვით უნდა გავაგრძელოთო, შესაბამისად, შუამდგომლობენ წინასასამართლო სხდომის თებერვლის ბოლოს ჩატარებას.

გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკურად შეკვეთილი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე - ცხინვალის რუსულ მარიონეტულ საოკუპაციო რეჟიმს ქართულ მიწაზე (სოფელ ჩორჩანაზე) პრეტენზიების გამოხატვის დამატებითი საშუალება მისცეს (შეგახსენებთ IPRM ფორმატში გამართულ ბოლო ორ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლის - კოჩიევის გაცხადებულ პოზიციებს) და ახლა ეძებენ მტკიცებულებებს, რაც ბუნებაში არ არსებობს.

იმედს ვიტოვებ, ცხინვალიდან არ ელოდებიან გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს”, - აცხადებს სიჭინავა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის