ზურაბ ჯაფარიძე - 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.

„რამდენიმე დღის წინ ვიკითხე რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მანდ უნდა ვყოფილიყავი 10:30 საათისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილით 08:00 საათზე გამომდგეს. არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა და მაისურით ვიყავი. გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ, რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. მაისურით გამომიშვეს 08:00 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დავურეკე ნატას, რომ მეთქვა გარეთ ვარო. მერე მეგობარმა მომაკითხა. გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება, რომ გარეთ ვარ-მეთქი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!