4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული დავით სტურუა - არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას

არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა დავით სტურუამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ბრძოლა ბოლომდე შეუპოვრად გაგრძელდება“.

„მე ვიყავი ჩემი ხალხისა და მამულის გამო აქციაზე. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას. სულერთია, ციხეში გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას თუ გარეთ.

ყოველთვის, ვიქნები მამულის სადარაჯოზე. ბრძოლა ბოლომდე შეუპოვრად გაგრძელდება. დანებებას არ ვაპირებ“,- განაცხადა დავით სტურუამ.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა