შალვა პაპუაშვილი - Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედანაა ორგანიზებული

Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედან არის ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინვესტიციას ერთი ნაკლიც არ აქვს და ქვეყნისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გარე აქტორების სურვილი ქვეყნის დაზიანებაა.

„როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა“ და „ალტ ინფო“, მე მგონი, საზოგადოებისთვის მარტივია დასკვნების გამოტანა, თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ამ მხრივ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს. ეს არის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი. მას მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის. როდესაც ამ პროექტის წინააღმდეგ ვხედავთ ნარატივებს, გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც არის ორგანიზებული გარედან. შეხედეთ ვინ არიან აქტორები, შეხედეთ საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ და ქვეყანა დაემორჩილებინათ, ახლა უნდათ ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ ეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.

„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა