სუს-ი უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაციის გამოცხადებაზე - შეტყობინება იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებებს ატარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. სუსი-ის განმარტებით, „იყო შეტყობინება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს“.

უწყება მედიას ამგვარი ახალი ამბების გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„იყო შეტყობინება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს. მომავალში გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ნიუსების გავრცელებისგან, რადგან შეტყობინების ავტორის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან გთხოვთ, ნუ მოემსახურებით ასეთი შეტყობინების ავტორების მიზნებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს