„საქსტატი“ - იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ 6 618.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს.

„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა და 2 999.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (629.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (274.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (252.4 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 339.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 243.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 215.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს