სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2025 წლის იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ, 2025 წლის იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით, მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 218.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 600.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.3 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, 9 981.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 399.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (849.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (672.5 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 496.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (2 491.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 803.4 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 798.4 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 590.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 388.5 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 621.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 339.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.1 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 256.4 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 538.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 228.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 605.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი).

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში