ელენე ხოშტარია - გილოცავ „ჯაფარ“, ოჯახთან ჩახუტებას! ძალიან კარგ ენერგიას ასხივებ, რაც ბრძოლისთვის ასე საჭიროა - გავიმარჯვებთ ზუსტად იმ შემართებით, რომლითაც გამოხვედი, ბოლომდე!

პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია თანაგუნდელს, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს. როგორც ელენე ხოშტარია წერს, ზურაბ ჯაფარიძე „ასხივებს კარგ ენერგიას, რაც ბრძოლისთვის საჭიროა“.

„გილოცავ „ჯაფარ“, ოჯახთან ჩახუტებას. ძალიან კარგ ენერგიას ასხივებ, რაც ბრძოლისთვის ასე საჭიროა. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ზუსტად იმ შემართებით, რომლითაც გამოხვედი. ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დღეს დილით დატოვა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!