პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

საუბარია კანონზე, რომლის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ამასთან, უკვე ძალაშია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება.

კანონი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის - ცხოველის ცემა, ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან წახალისება სხვა ცხოველის და ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ასევე ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელი იქნება ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება (გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა