სასამართლომ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მას პრობაციის ბიუროში ქცევის კორექციის კურსის გავლა დაეკისრა

15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.

მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება, მისი არასრულწლოვანი შვილები.

ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს