Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის

Ferrari საქართველოში ახალ ეტაპს იწყებს. თბილისში ოფიციალურად გაიხსნა Ferrari Pre-Owned შოურუმი და სერვისცენტრი, რომლის ოპერირებაც Nazar Holding -ს ჩაბარდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს Ferrari-ის გლობალური სტანდარტების სრულყოფილ დანერგვას მომხმარებლის მთელ გამოცდილებაზე.

Ferrari Tbilisi-ის გახსნა წარმოადგენს Ferrari-ის ახალი კორპორატიული იდენტობის პირველ გლობალურ დებიუტს, რომელიც სპეციალურად Ferrari Pre-Owned შოურუმისთვის არის შექმნილი.

უახლესი კორპორატიული იდენტობის ფარგლებში შეიქმნა მომხმარებელზე ორიენტირებული სივრცე, რომელიც საქართველოში Ferrari-ის მფლობელობის გამოცდილებას ახალ დონეზე აჰყავს და აერთიანებს ბრენდის მემკვიდრეობას, საზოგადოებასა და ფიზიკურ-ციფრულ გამოცდილებას.

19 დეკემბერს, Ferrari ოფიციალურად აღნიშნავს Ferrari Tbilisi-ის გახსნას ,ეს არის ბრენდის პირველი ოფიციალური Ferrari Pre-Owned და სერვის შოურუმი საქართველოში. ოფიციალურ პარტნიორად დასახელდა Nazar Group, რომელსაც 46-წლიანი გამოცდილება, სანდოობა და Ferrari-ის მომხმარებელთა მაღალი კმაყოფილება გამოარჩევს. გახსნა წარმოადგენს ახალ ეტაპს ნდობაზე, ხარისხსა და მაღალ მომსახურების სტანდარტებზე ორიენტაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს Ferrari-ის პოზიციებს საქართველოში და ქმნის გამორჩეულ გარემოს ბრენდის მომხმარებლებისა და ენთუზიასტებისთვის.

ახალი სივრცე Ferrari-ის უახლესი დილერული კორპორატიული იდენტობის მატარებელია, რომელიც შექმნილია მომხმარებლის თანმიმდევრული და ამაღლებული გამოცდილების უზრუნველსაყოფად ყველა შეხების წერტილში. შოურუმში წარმოდგენილია Ferrari-ის მოდელების შერჩეული კოლექცია, თითოეული მათგანი სერტიფიცირებულია Ferrari Approved პროგრამის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის უმაღლეს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ავთენტურობას.

ოფიციალური გახსნის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ექსკლუზიურად ენახათ ახალი Ferrari 849Testarossa წარმადობისა და ინჟინერიული ხელოვნების შთამბეჭდავი სინთეზი, რომელიც ნათლად ასახავს Ferrari-ის მუდმივ ერთგულებას ინოვაციისა და დიზაინის სრულყოფის მიმართ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ალი ნაზარ, Nazar Holding -ის მფლობელი, და რენო დე პაულო, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი, რაც ხაზს უსვამს ახალი შოურუმის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში და საქართველოს ლუქს და მაღალი წარმადობის საავტომობილო ბაზრის მზარდ პოტენციალს.

ალი ნაზარ, Nazar Holding-ის მფლობელი:

„დღეს ჩვენ მხოლოდ შოურუმს არ ვხსნით - ჩვენ ვდებთ პირობას, რომ Ferrari-ის მარადიულ ღირებულებებს შევუთავსებთ თანამედროვე, დეტალებზე ორიენტირებულ და პერსონალურ მომსახურებას. თბილისი იმსახურებს Ferrari-ის გამოცდილებას უმაღლეს დონეზე.“

რენო დე პაოლი, Ferrari:

„Ferrari Tbilisi-ით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას პარტნიორთან, რომელიც იზიარებს ჩვენს სტანდარტებსა და ხედვას. მომხმარებლები Ferrari-ის სრულყოფილებას შეიგრძნობენ არა მხოლოდ ავტომობილებში, არამედ თითოეულ ურთიერთობაში.“

Ferrari Approved არის Ferrari-ის ოფიციალური სერტიფიცირების პროგრამა მეორადი ავტომობილებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Ferrari-ის ოფიციალური სერვისცენტრების ქსელში. პროგრამა ვრცელდება მაქსიმუმ 14 წლამდე რეგისტრირებულ Ferrari ავტომობილებზე და მიზნად ისახავს თითოეული ავტომობილის ორიგინალობის შენარჩუნებასა და მომხმარებლის მაქსიმალური სიმშვიდის უზრუნველყოფას.

სერტიფიცირების მისაღებად ავტომობილები გადიან 200-ზე მეტ დეტალურ შემოწმებას, მოწმდება მომსახურების ისტორია და ტარდება ინტერიერისა და ექსტერიერის საფუძვლიანი მომზადება. პროგრამა მოიცავს ქარხნულ გარანტიას 24 თვემდე ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში (მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 12 თვე), ასევე საგზაო დახმარებას 24 თვის განმავლობაში ევროპაში (სხვა რეგიონებში — 12 თვე).

დამატებით, პროგრამის მონაწილე მომხმარებლები იღებენ The Official Ferrari Magazine-ის ერთწლიან გამოწერას.

Ferrari მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუქს ბრენდია, რომელიც აერთიანებს ავტოსპორტს, სპორტულ ავტომობილებსა და ლაიფსტაილს. ამ სამ მიმართულებაში Ferrari წარმოადგენს ექსკლუზიურობის, ინოვაციისა და უმაღლესი წარმადობის სიმბოლოს. ბრენდის მემკვიდრეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული Formula 1-ის გუნდთან -Scuderia Ferrari, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდად მიიჩნევა.

1950 წლიდან Scuderia Ferrari-მ მოიპოვა 16 კონსტრუქტორთა და 15 მძღოლთა მსოფლიო ტიტული. იტალიის ქალაქ მარანელოში მდებარე სათავო ოფისიდან Ferrari ქმნის მსოფლიოში ყველაზე იკონურ და ამოცნობად ლუქს სპორტულ ავტომობილებს, რომლებიც წარმოდგენილია 60-ზე მეტ ბაზარზე. ლაიფსტაილის მიმართულებით Ferrari ასევე ქმნის პრემიუმ პროდუქტებს, კოლექციურ ნივთებსა და გამოცდილებებს, რომლებიც ბრენდის სტილსა და ვნებას ასახავს.

Nazar Holding წამყვანი საავტომობილო ჯგუფია 46-წლიანი გამოცდილებით, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და მომხმარებელთა მაღალი კმაყოფილებით. საქართველოში ჯგუფი უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის გაყიდვებისა და შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს, რაც ეფუძნება ხარისხს, პროფესიონალიზმსა და მომხმარებელზე ზრუნვას.

დღეს Nazar Holding ოპერირებს ბაქოში (აზერბაიჯანი), რომელიც 2004 წლიდან ჯგუფის ოპერაციულ შტაბად ფუნქციონირებს და წარმოადგენს Ferrari-ის მნიშვნელოვან რეგიონულ გაყიდვების ცენტრს , შემდგომი მომსახურების, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისა და Ferrari-ის ახალი დილერული კორპორატიული იდენტობის ფოტოებისთვის ეწვიეთ: ferrari.com/media-centre

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა