„ნიკორა ჯგუფი“ ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს - კომპანიამ ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოში რიგით მეხუთე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ 36 გამარჯვებულს ჯილდოები გადაეცათ.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მიზანია აგრარული განათლების გაძლიერება საქართველოში და პროფესიული ცოდნის შეფასების ობიექტური და კვალიფიციური მექანიზმის შექმნა. პროექტში ჩართული არიან როგორც სფეროს სპეციალისტები, ისე სტუდენტები და ფერმერები. სხვადასხვა ტიპის აქტივობა მათი ცოდნის შეფასებას, წარმოჩენასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც საბოლოოდ სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ნიკორა ჯგუფი“, რომელიც წლებია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, აქტიურად არის ჩართული აგრარული ოლიმპიადის მხარდაჭერაშიც. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათთვის იშვიათი და ნაკლებად პოპულარული პროფესიების მხარდაჭერა CSR-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

„ნიკორა ჯგუფმა“ ფულადი პრიზები გადასცა 3 გამარჯვებულ სტუდენტს სურსათის ტექნოლოგიების დარგში. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ კომპანიის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამაში, რაც თეორიულ სწავლებასთან ერთად, საწარმოო პრაქტიკის გატარებას გულისხმობს.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებითა და და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან იმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს